WELCOME TO GEU – ღია კარის დღე

12495134_1160222994030192_1845220106669418385_n ძვირფასო აბიტურიენტებო,

იმისათვის, რომ გაეცნოთ GEU-ს – მობრძანდით და შეხვდით ჩვენს თანამშრომლებს, გაიცანით ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და  სტუდენტები. მიიღეთ მეტი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის სპეციფიკის, გაცვლითი პროგრამების, სასწავლო გრანტების, სტიპენდიებისა და იმ შეღავათების შესახებ, რომელიც ყოველწლიურად იგეგმება აბიტურიენტებისათვის.

GEU-ში აბიტურიენტების ინდივიდუალური ვიზიტი არაა შეზღუდული, ამისათვის, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 2 36 85 63 ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@geu.edu.ge ან/და facebook-ზე: GEU ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი

აბიტურიენტებს გიწვევთ ღია კარის დღეზე 2016 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათზე

ღია კარის დღეზე დასწრება საუკეთესო საშუალებაა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და გააკეთოთ გონივრული არჩევანი.

გთხოვთ, ღია კარის დღის ორგანიზებისათვის, წინასწარ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (ქართული ფონტით).

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება GEU-ში!