ძირითადი საქმიანობა და მისია

13178814_1085671131498591_4245149398969126763_n

GEU ქართველი და უცხოელი პირების მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბაკალავრიატის აკადემიური პროგრამების, ასევე, პროფესიული განათლებისა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება.

GEU მოწოდებულია, ქართული და დასავლური საგანმანათლებლო მიღწევების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დაამკვიდროს სწავლება-სწავლის მაღალი სტანდარტები და ღირებულებები, ხელმისაწვდომი გახადოს სწავლა ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის და უზრუნველყოს არსებული გამოწვევების დაძლევა.

GEU-ს მიზანია, დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან და ხელს შეუწყობს პიროვნების წარმატებული მომავლის შექმნას. აქედან გამომდინარე, უმაღლესმა სასწავლებელმა განსაზღვრა საკუთარი მისია გლობალური და ნაციონალური განვითარების კონტექსტში.

banner-mission         GEU-ს მისიაა 

„სახელმწიფო სტანდარტების, შრომის ბაზრის კონიუქტურისა და საზოგადოებრივი ინტერესის თავსებადი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების ადეკვატური კომპეტენციებისა და კვალიფიკაციის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, სწავლება-სწავლის მაღალი ხარისხის დამკვიდრება, განათლების მიღების პროცესში ინდივიდის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა, გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია“.

GEU მოწოდებულია მუდმივად გააანალიზოს და განაახლოს მისია, რათა უზრუნველყოს დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობა სახელმწიფოს, საზოგადოების, შრომის ბაზრის ცვლად მოთხოვნებთან და თანამედროვე გამოწვევებთან.