ჩვენს შესახებ

GEU ქართველი და უცხოელი პირების მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბაკალავრიატის აკადემიური პროგრამების, ასევე, პროფესიული განათლებისა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება.

დაწესებულების მიზანია, დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების შენარჩუნებისა და ევროპული განათლების გაზიარება-დანერგვის გზით.

GEU-ს მისიაა – „საზოგადოების ინტერესისა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, სწავლისთვის ღირსეული პირობებისა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, საგანმანათლებლო სივრცეში ინტერნაციონალიზაციის დანერგვა, სასწავლო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება, სტუდენტთა და აკადემიურ/ სასწავლო პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა.“

GEU მოწოდებულია მუდმივად გააანალიზოს და განაახლოს მისია, რათა უზრუნველყოს დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობა სახელმწიფოს, საზოგადოების, შრომის ბაზრის ცვლად მოთხოვნებთან და თანამედროვე გამოწვევებთან.