უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები ქართულევროპულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშესაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.

უმაღლეს სასწავლებელში, სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის № 224 ბრძანებით.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლა დასაშვებია:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/ სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

________________________________________________________________________

2016–2017 სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვთავაზობთ:

___________________________________________________________________________

საბაკალავრო პროგრამას – ბიზნესის ადმინისტრირება /Business Administration