სასწავლო პროცესი

8424416853_1a1882c786_b-1024x449

ამონაწერი რექტორის ბრძანებიდან

№3-01/030, 03.08.2015 წ.

  1. ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და პროფესიულ პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყოს 2015 წლის 28 სექტემბერს და დასრულდეს 2016 წლის  23 ივლისს.
  2. ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე დაიწყოს 2015 წლის 17 აგვისტოს და გაგრძელდეს 21 სექტემბრის ჩათვლით. ამასთან, 15 სექტემბრიდან აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად გაიხსნას სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა მათთვის, ვისაც გავლილი ექნება ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
  3. ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრზე დაიწყოს 2016 წლის 8 თებერვალს და გაგრძელდეს 29 თებერვლის ჩათვლით. ამასთან, 15 თებერვლიდან აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად გაიხსნას სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა მათთვის, ვისაც გავლილი ექნება ადმინისტრაციული რეგისტრაცია.