სწავლის საფასური

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატში სწავლის საფასური წელიწადში შეადგენს – 2250 ლარს, ხოლო პროფესიულ პროგრამაზე სწავლის საფასურია – 1490 ლარი.

ბაკალავრიატში, თქვენ მიერ სწავლაში გადასახდელი თანხა, დამოკიდებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თქვენს შედეგებზე:

. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებთ 100%-იან სახელმწიფო გრანტს (2 250 ლარი),  წელიწადში გადაიხდით 0 ლარს;

თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებთ 70%-იან სახელმწიფო გრანტს (1575 ლარი),  წელიწადში გადაიხდით 675 ლარს;

თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებთ 50%-იან სახელმწიფო გრანტს (1125 ლარი),  წელიწადში გადაიხდით 1125 ლარს;

. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებთ 0%-იან სახელმწიფო გრანტს,  წელიწადში გადაიხდით 2 250 ლარს.

სწავლის საფასურის გადახდა 

სწავლის დაწყებამდე, სექტემბრის თვეში, თქვენ გაგიფორმდებათ სასწავლო ხელშეკრულება, რომელშიც აირჩევთ სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.

არსებობს სწავლის საფასურის გადახდის ორი გზა:

. ნაღდი ანგარიშსწორებით – შეგიძლიათ სწავლის საფასური გადაიხადოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (თანხის შეტანისას ოპერატორს უკარნახეთ პირადი ნომერი და ფაკულტეტი. ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის შეტანის შემთხვევაში, შეტანილი თანხა რამდენიმე წუთში აისახება უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშზე).

. გადმორიცხვით – სწავლის საფასურის გადმორიცხვის შემთხვევაში, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი, სახელი, გვარი და გამოიყენეთ შემდეგი რეკვიზიტები:

მიმღები: შპს „ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი“
საიდენტიფიკაციო  404391537
ანგარიშის   GE47TB7405936080100002
გადახდის დანიშნულება: სტუდენტის (სახელი და გვარი) სწავლის საფასური
მიმღების ბანკი: სს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22

გაითვალისწინეთ, რომ თანხის სხვა ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშზე ასახვას შეიძლება დაჭირდეს 2-3 სამუშაო დღე.

სწავლის საფასურის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები

. სწავლის საფასურის შემცირება უმაღლეს სასწავლებელში არსებული შეღავათების გამოყენებით;

. სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა

გაეცანით სტუდენტებისათვის ფინანსური შეღავათის გაწევისა და სტიპენდიის გაცემის წესს