GEU – ახალი გზა ევროპისკენ!

exchange

GEU-ს წარმატებულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისწავლოს:

გერმანია, კარლსრუე – Duale Hochschule Baden-Württemberg/ DHBW – Karlsruhe;

ესპანეთი, მადრიდი – Universidad de Alcalá;

პოლონეთი, კრაკოვი – Uniwersytet Jagielloński w Krakowie;

უკრაინა, კიევი – Відкритий міжнародний університет розвитку людини „Україна”

სტუდენტების მობილობის პროექტში მონაწილეობა აუმჯობესებს განათლების ხარისხს ევროპის „საუკეთესო პრაქტიკების“ სწავლა-სწავლების პროცესში გავრცელების გზით.

პროგრამაში ჩართულობის ხელმისაწვდომობა ზრდის უცხო ენების შესწავლის მოტივაციას, სტუდენტები მოინახულებენ ევროპულ ქვეყნებს და შეიცნობენ ახალ კულტურებს,  სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს.

სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროექტი ხელს უწყობს უმაღლეს სასწავლებელსა და ბიზნეს-ორგანიზაციებს შორის არსებული კავშირების გაძლიერებას და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას –  რაც თავისთავად, ზრდის ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლების ხარისხის სანდოობას და ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებს.