რექტორი

rectorძვირფასო მეგობრებო!

მოგესალმებით ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის (GEU-ს) სახელით.

ჩვენი ქვეყანა ფუნდამენტური რეფორმებით ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი ევროპასა და მსოფლიო თანამეგობრობაში. ამ მიზნით გარდაქმნები მიმდინარეობს საგანმანათლებლო სფეროშიც. რეფორმების თანამედროვე პროცესში GEU-მ, როგორც ავტორიზებულმა უმაღლესმა სასწავლებელმა, წარმატებით განახორციელა პროგრამების აკრედიტაცია და ღირსეულად დაიკავა თავისი ადგილი უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებების სივრცეში.

სასწავლებელმა მცირე დროში შესძლო მოეპოვებინა პოპულარობა, რადგან სტუდენტებს შესთავაზა თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სასწავლო გარემო, ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, სწავლებისა და სწავლის მაღალი დონე. ყოველივე ეს GEU-ს თანამშრომელთა ერთიანი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია და ამ დაწესებულების საფირმო ნიშანს ატარებს. ეს გუნდი მიიჩნევს, რომ საქმიანობის ერთადერთი სწორი გზაა ქართული ტრადიციული და თანამედროვე პროგრესული მიდგომების თანხვედრა – სწორედ ეს  გამოწვევა აღმოჩნდა გადამდები და დადებითი შედეგის მომტანი ჩვენი სტუდენტებისთვის.

GEU-ში ძალიან ბევრი სასარგებლო წამოწყება უკვე წარმატებით დაგვირგვინდა და ბევრიც – მხოლოდ ახლა შედის აქტიურ ფაზაში. მინდა შევნიშნო, რომ დღეს უკვე ვრცელდება ჩვენი თანამშრომლობა ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და  მათ თვალსაჩინო წარმომადგენელ, კონკრეტულ პიროვნებებთან, რაც თავისთავად საამაყოა.

GEU-ში ყველა პირობაა შექმნილი სწავლის საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ყველა ჩვენს სტუდენტს მოეთხოვება მხოლოდ ბეჯითად სწავლა, ხოლო  GEU სიხარულით შეუწყობს ხელს მათ სწრაფვას პროფესიონალიზმისაკენ.

გისურვებთ წარმატებულ სწავლას და საუკეთესო სტუდენტობას!

პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
არჩილ ჭელიძე
GEU-ს რექტორი

საკონტაქტო ელ-ფოსტა: rector@geu.edu.ge
CURRICULUM VITAE