პროფესიული

პროფესიულ  პროგრამაზე სწავლის ღირებულება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შეადგენს 1490 ლარს, რომელსაც პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი იხდის  პროგრამაზე გამოცხადებულ სარეგისტრაციო ვადაში.

პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ბრძანებით და ქვეყნდება GEU-ს ვებ-გვერდზე.

პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი უფლებამოსილია, ამავე პროგრამაზე რეგისტრაციის ვადაში აირჩიოს  სწავლის საფასურის დაფარვის ინდივიდუალური გრაფიკი:

. გადაიხადოს სწავლის საფასური სრულად;

. გადაიხადოს სწავლის საფასური 2 ნაწილად:

I   გადახდა რეგისტრაციის ვადაში
II  გადახდა  პროგრამის განხორციელების მე-15 კვირის დასრულებამდე.

 . გადაიხადოს სწავლის საფასური 5 ნაწილად:

I   გადახდა რეგისტრაციის ვადაში
II  გადახდა  25 ოქტომბრამდე
III გადახდა 25 ნოემბრამდე
IV  გადახდა 25 დეკემბრამდე
V  გადახდა 25 იანვრამდე

სტუდენტის მიერ არჩეული გრაფიკი აისახება ხელშეკრულებაში.

გადახდის ფორმასწავლის საფასურის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშწორებით, თანხის გადარიცხვით GEU-ს ანგარიშზე.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები: შპს „ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი“
საიდენტიფიკაციო  404391537
ანგარიშის  GE47TB7405936080100002
გადახდის დანიშნულება: სტუდენტის (სახელი და გვარი) სწავლის საფასური
მიმღების ბანკი: სს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22