მიღება პროფესიულ პროგრამაზე

11921694_937198846345821_6279714784127535121_n

ართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს პროფესიული განათლების III, IV და V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

როფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება რექტორის ბრძანების საფუძველზე და ქვეყნდება საჯაროდ, (ვებ-გვერდზე geu.edu.ge .

ექტორის ბრძანებით განისაზღვრება: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება და საფეხური, ჩარიცხვის წინაპირობები, რეგისტრაციის ვადები, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და სხვ. (არსებული კანონმდებლობის შესაბამისად).

როფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი ვალდებულია, რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ სარეგისტრაციო ვადაში, მომართოს უმაღლეს სასწავლებელს განცხადებით (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენელი) ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს მის სათანადო უფლებამოსილებას);

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობების შესაბამისად – საბაზო განათლების ან უფრო მაღალი საფეხურის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი);

მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში: წინა საფეხურის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან არაფორმალური განათლების გზით მიღებული წინა საფეხურის შესაბამისი კომპეტენციების აღიარების დოკუმენტი;

1 ფერადი ფოტოსურათი (3X4);

სხვა დოკუმენტი, თუ ასეთის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს რექტორის ბრძანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მაღლესი სასწავლებელი  უზრუნველყოფს პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის და სისწორის შემოწმებას (პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებთან შესაბამისობის დადგენას) და აცნობებს მას (ჩარიცხვის მსურველს) შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის თანხმობის (არსებული  მოთხოვნების დადასტურების შემთხვევაში) ან ჩარიცხვაზე უარის შესახებ, დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

რსებული მოთხოვნების დადასტურების (დოკუმენტების სისრულის და სისწორის) საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირთან/ წარმომადგენლთან გაფორმდება ხელშეკრულება და გამოიცემა რექტორის ბრძანება პროფესიული სტუდენტის შესაბამის პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

ონაცემები ჩარიცხული პროფესიული სტუდენტის შესახებ შეიტანება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში, რექტორის ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში.