პრორექტორი

prorectorმოხარული ვარ, რომ ეწვიეთ ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ვებ-გვერდს.

თქვენი ინტერესი ჩვენი საქმიანობისადმი გახლავთ სტიმული და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა – საქმიანობა წარვმართოთ იმგვარად, როგორც ეს შეესაბამება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.

ჩვენი მიზანია მაღალკვალიფიციური კადრით და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით ხელი შევუწყოთ საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი საგანმანათლებლო საქმიანობის  ეფექტიან ადმინისტრირებას საქართველოს მოქალაქეთა სასიკეთოდ.

თუ თქვენი არჩევანი ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელია, გარწმუნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების წარმატებით რეალიზების საქმეში თქვენს გვერდითაა GEU-ს გუნდი, რომელიც დღეს, ხვალ და მუდამ იზრუნებს თქვენს წარმატებაზე.

მინდა შეგახსენოთ, რომ განათლება ორმხრივი პროცესია. მხოლოდ ერთობლივი  ძალისხმევით მიიღწევა საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურობა და განათლების საუკეთესი შედეგი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გაუმკლავდეთ XXI საუკუნის გამოწვევებს. ჩვენის მხრივ, ვეცდებით ვიყოთ დინამიურნი თანამედროვე ინტეგრაციულ საგანმანათლებლო სივრცეში, ხოლო ყველა სტუდენტს მოეთხოვება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.

იმედი მაქვს, ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი თქვენთვის იქნება  საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.

გულითადად გისურვებთ წარმატებებს!

ხათუნა გაბიცინაშვილი
GEU-ს პრორექტორი

საკონტაქტო ელ-ფოსტა: xatuna@geu.edu.ge
CURRICULUM VITAE