პირველკურსელთა რეგისტრაცია

აბიტურიენტმა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგების საფუძველზე მოიპოვა ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად (ჩარიცხვის მიზნით) უნდა გაიაროს პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია –  2017 წლის 04 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია გულისხმობს სავალდებულო დოკუმენტების წარმოდგენას, სწავლის საფასურის გადახდას და ხელშეკრულების გაფორმებას.

რეგისტრაციისთვის აბიტურიენტმა უნდა წარმოდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დედნის წარდგინებით);

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი  /ატესტატი – დედანი და ასლი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

დ) ერთი ფოტოსურათი (3X4) და მისი ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ე) სემესტრული სწავლის საფასურის ნახევარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ვ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

შენიშვნა: პირველკურსელი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი – რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდეს მშობელთან ერთად  და თან იქონიოს დაბადების მოწმობა, ხოლო მშობელმა – პირადობის მოწმობა.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია განხორციელდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის №16 (მთავარი შემოსასვლელი ად. მიცკევიჩის 27ბ),  მე-2 სართული, ოთახი – 7.

20172018 სასწავლო წელი იწყება  18 სექტემბერს.