პირველკურსელები

ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სწავლების უფლებამოპოვებულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით GEU-ს საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე სწავლების უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 – 17:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, ალ ყაზბეგის №16 (მთავარი შემოსასვლელი ად. მიცკევიჩის 27ბ), ოთახი №7.

რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დედნის წარდგინებით);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ატესტატი – დედანი და ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ერთი ფოტოსურათი (3X4) და მისი ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სწავლის სემესტრული საფასურის (1125 ლარი) სრულად გადახდის ქვითარი (ასლი);

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი სს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი TBCBGE22
მიმღები შპს „ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი“
მიმღების ანგარიში GE47TB7405936080100002
გადახდის დანიშნულება სტუდენტის (სახელი და გვარი) სწავლის საფასური