აბიტურიენტი – 2017

ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში (შემდგომში – GEU) აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

აბიტურიენტთა ცნობარში ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის კოდია – 178

რა საბაკალავრო პროგრამები აქვს GEU-ს?

აბიტურიენტს ვთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება: მისაღები კონტინგენტი – 97 სტუდენტი;
  • ტურიზმი: მისაღები კონტინგენტი – 47 სტუდენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები: მისაღები კონტინგენტი – 27 სტუდენტი;
  • მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა: მისაღები კონტინგენტი – 17 სტუდენტი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება  ინგლისურენოვანი:  მისაღები კონტინგენტი – 15 სტუდენტი.

 

რამდენია სწავლის საფასური სახელმწიფო გრანტის ან გრანტის გარეშე?

 

საბაკალავრო  პროგრამა

სწავლის წლიური საფასური

სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხა

სახელმწიფო გრანტი

100%

+

GEU გრანტი 1000 ლარი

(4 წელი)

სახელმწიფო გრანტი

70%

+

GEU გრანტი 700 ლარი

(4 წელი)

სახელმწიფო გრანტი

50%

+

GEU გრანტი 500 ლარი

(4 წელი)

სახელმწიფო გრანტი

0%

+

GEU გრანტი 1000 ლარი

(1 წელი)

ბიზნესის ადმინისტრირება

2800

0

525 1175 1800

ტურიზმი

2800

0

525

1175

1800

საერთაშორისო ურთიერთობები

4250

1000

1975

2625

3250

Business Administration

4250

1000 1975 2625

3250

მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა

2800

1800

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აბიტურიენტთა ცნობარში GEU-ს 2017 წლის განაცხადი 

როგორც წესი, აბიტურიენტს აინტერესებს:

აქვს თუ არა GEU-ს დაფინანსების სისტემა ან/და სტიპენდიები?

აბიტურიენტს, რომელიც რეგისტრაციისას I, II ან III პრიორიტეტს მიანიჭებს ქართულევროპული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ პროგრამას და ჩაირიცხება 100%, 70% ან 50% სახელმწიფო გრანტით  – გადაეცემა GEU-ს ამერიკელი და ევროპელი დამფუძნებლების თანადაფინანსების ვაუჩერი 1000, 700 ან 500 ლარის ოდენობით, გრანტის პროცენტის შესაბამისად. სტუდენტი ვაუჩერს გამოიყენებს პროგრამაზე სწავლების 4 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, სტუდენტს, რომლის აკადემიური მოსწრება წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებს, დაენიშნება სტიპენდიაც, რომელიც წელიწადში შეადგენს 1000 ან 500 ლარს, აკადემიური მოსწრების მაჩვენებელის შესაბამისად.

აბიტურიენტს, რომელიც რეგისტრაციისას I, II ან III პრიორიტეტს მიანიჭებს ქართულევროპული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ პროგრამას და ჩაირიცხება სახელმწიფო გრანტის გარეშე – გადაეცემა GEU-ს ამერიკელი და ევროპელი დამფუძნებლების ერთწლიანი თანადაფინანსების ვაუჩერი 1000 ლარის ოდენობით. სტუდენტს, შეუძლია ვაუჩერი გამოიყენოს პროგრამაზე სწავლების ყოველ მომდევნო წელს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებს და პარალელურად, დაენიშნება სტიპენდიაც, რომელიც წელიწადში შეადგენს 1000 ან 500 ლარს, აკადემიური მოსწრების მაჩვენებელის შესაბამისად.

სწავლის გადასახადის 20%-იანი შეღავათით სარგებლობენ ობოლი (დედ-მამით), ერთი ოჯახის (და-ძმა, მეუღლეები) და მრავალშვილიანი (4 და მეტშვილიანი) ოჯახის წევრი – სტუდენტები.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკით, სტუდენტის ინტერესების შესაბამისად.

GEU-ს ყველა სტუდენტს აქვს არდადეგებზე გერმანიაში მაღალი ანაზღაურებით მუშაობის შანსი, რითაც შეუძლია თავად დაფაროს სწავლის გადასახადი.

არის თუ არა გაცვლითი პროგრამები და სად?

GEU-ს სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მესამე კურსიდან ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და ასევე მიიღონ სასწავლო სტიპენდია ევროპის (გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, უკრაინა) პარტნიორ უნივერსიტეტებში.

GEU-ს საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებია:

  • გერმანია (ქ. კარლსრუე) – ბადენ ვიუტენბერგის დუალური უმაღლესი სასწავლებელი – კარლსრუე /Duale Hochschule Baden-Württemberg / DHBW – Karlsruhe // https://www.dhbw-karlsruhe.de
  • უკრაინა (ქ. კიევი) – ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტი „უკრაინა“ / Відкритий міжнародний університет розвитку людини „Україна”; //http://vmurol.com.ua/
  • პოლონეთი (ქ. კრაკოვი) – იაგელონის უნივერსიტეტი (კრაკოვი)/ Uniwersytet Jagielloński w Krakowie //http://www.uj.edu.pl/
  • ესპანეთი (ქ. მადრიდი) – ალკალას უნივერსიტეტი / Universidad de Alcalá //http://www.uah.es/ 

GEU-ს ჰყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტთა პრაქტიკის გავლას, სტაჟირებას და დასაქმების შესაძლებლობებს.

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი  გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!