GEU-ს ამერიკელი და ევროპელი დამფუძნებლების გრანტები აბიტურიენტებისთვის! 

ertad yofna

აბიტურიენტს, რომელიც რეგისტრაციისას I, II ან III პრიორიტეტს მიანიჭებს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ პროგრამას და ჩაირიცხება 100%, 70% ან 50% სახელმწიფო გრანტით – დამატებით, გადაეცემა GEU-ს ამერიკელი და ევროპელი დამფუძნებლების თანადაფინანსების ვაუჩერი 1000, 700 ან 500 ლარის ოდენობით, გრანტის პროცენტის შესაბამისად. სტუდენტი ვაუჩერს გამოიყენებს პროგრამაზე სწავლების 4 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, სტუდენტს, რომლის აკადემიური მოსწრება წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებს, დაენიშნება სტიპენდიაც, რომელიც წელიწადში შეადგენს 1000 ან 500 ლარს, აკადემიური მოსწრების მაჩვენებელის შესაბამისად.

აბიტურიენტს, რომელიც რეგისტრაციისას I, II ან III პრიორიტეტს მიანიჭებს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ პროგრამას და ჩაირიცხება სახელმწიფო გრანტის გარეშე – გადაეცემა GEU-ს ამერიკელი და ევროპელი დამფუძნებლების ერთწლიანი თანადაფინანსების ვაუჩერი 1000 ლარის ოდენობით. სტუდენტს, შეუძლია ვაუჩერი გამოიყენოს პროგრამაზე სწავლების ყოველ მომდევნო წელს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებს და პარალელურად, დაენიშნება სტიპენდიაც, რომელიც წელიწადში შეადგენს 1000 ან 500 ლარს, აკადემიური მოსწრების მაჩვენებელის შესაბამისად.

სწავლის გადასახადის 20%-იანი შეღავათი ვრცელდება ობოლ (დედ-მამით) სტუდენტებზე, ერთი ოჯახის (და-ძმა, მეუღლეები) და მრავალშვილიანი (4 და მეტშვილიანი) ოჯახის წევრებზე.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკით, სტუდენტის ინტერესების შესაბამისად.

წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა უფასოდ შეისწავლონ/ გაიუმჯობესონ ენობრივი (ინგლისური, გერმანული ან ესპანური ენა) კომპეტენციები, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში და ასევე უფასოდ ისწავლონ/მიიღონ სტიპენდია ევროპის (გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, უკრაინა) პარტნიორ უნივერსიტეტებში. ამასთან, ყველა სტუდენტს აქვს არდადეგებზე გერმანიაში მაღალი ანაზღაურებით მუშაობის შანსი.

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!