დამფუძნებელი პარტნიორები

ძვირფასო სტუდენტებო!

პატივი გვაქვს გულითადად მოგილოცოთ GEU-ს სტუდენტობა.

მადლობას გიხდით, რომ ჩვენი სასწავლებელი აირჩიეთ. ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან GEU-ში გაგიზიარებენ გამოცდილებას და მიიღებთ თანამედროვე ევროპულ უმაღლეს განათლებას, რაც საუკეთესო ინვესტიციაა თქვენი მომავლისათვის.

გისურვებთ GEU-ში თავი ისე გეგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში და იმედი გვაქვს, რომ სწავლების პროცესს, თქვენს ახალ მეგობრებთან ერთად, საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარებთ.

ჩვენი სურვილია, GEU-ში დამკვიდრდეს საუკეთესო ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციები ქართული საგანმანათლებლო კულტურის შენარჩუნებით. სამომავლოდ თითოეული ჩვენგანი მზადაა ბევრი სიახლე შემოგთავაზოთ, რათა  სასწავლებელმა უკეთ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები და ინტერესები.

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს მომავალზე! გისურვებთ წარმატებებს!

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის
GEU-ს დამფუძნებელი პარტნიორები:

partners