განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

სტუდენტს შიდა მობილობით უფლება აქვს შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

შიდა მობილობის ვადები ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

  1.  შიდა მობილობის შესახებ განცხადებების დაწერის ვადა:  2017 წლის 29 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
  2. განცხადებების განხილვა და სტუდენტთა კრედიტების აღიარება:  2017 წლის 12 სექტემბერი.
  3. კრედიტების აღიარების დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობა და შეთანხმება: 2017 წლის 13-14 სექტემბერი.
  4. შიდა მობილობის შესახებ ბრძანების მომზადება: 2017 წლის 22 სექტემბერი.  
  5. შიდა მობილობის შედეგების სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა: 2017 წლის 29 სექტემბერი.