ბაკალავრიატი

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობაა 4 წელი, 8 სემესტრი. სწავლის საფასური უცვლელია სწავლის ძირითადი პერიოდის განმავლობაში.

საბაკალავრო  პროგრამაზე სწავლის ღირებულება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შეადგენს 2250 ლარს, რომელსაც სტუდენტი იხდის სემესტრულად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში.

სწავლის საფასურის 50 %-ს (1125 ლარს) – შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე, ამავე სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში;

სწავლის საფასურის 50 %-ს (1125 ლარს) – გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე, ამავე სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში;

ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ბრძანებით და ქვეყნდება GEU-ს ვებ-გვერდზე.

სტუდენტი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადაში, აირჩიოს  სემესტრული გადასახადის დაფარვის ინდივიდუალური გრაფიკი:

. გადაიხადოს სწავლის საფასური სრულად.

. გადაიხადოს სწავლის საფასური 2 ნაწილად:

I   გადახდა სემესტრული ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაში
II  გადახდა  სემესტრის დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 კვირით ადრე

. გადაიხადოს სწავლის საფასური 4 ნაწილად:

შემოდგომის სემესტრში:

I   გადახდა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაში
II  გადახდა  25 ოქტომბრამდე
III გადახდა 25 ნოემბრამდე
IV  გადახდა 25 დეკემბრამდე

გაზაფხულის სემესტრში:

I   გადახდა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადაში
II  გადახდა  25 მარტამდე
III გადახდა 25 აპრილამდე
IV  გადახდა 25 მაისამდე

სტუდენტის მიერ არჩეული გრაფიკი აისახება ხელშეკრულებაში.

სტუდენტი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სწავლის საფასურს იხდის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სხვაობის გათვალისწინებით. 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სწავლის საფასურს არ იხდის.

გადახდის ფორმასწავლის საფასურის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშწორებით, თანხის გადარიცხვით GEU-ს ანგარიშზე.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები: შპს „ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი“
საიდენტიფიკაციო  404391537
ანგარიშის  GE47TB7405936080100002
გადახდის დანიშნულება: სტუდენტის (სახელი და გვარი) სწავლის საფასური
მიმღების ბანკი: სს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22