რატომ GEU?

13174165_1081491955249842_2290371745481406694_n

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი უცხოელი და ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა საგანმანათლებლო სივრცეში.

GEU მდებარეობს თბილისის ცენტრში, გააჩნია მაღალი სტანდარტის უსაფრთხო სასწავლო გარემო.  ჩვენთან სწავლა სავალდებულო, საინტერესო და კომფორტული პროცესია. მაღალი კვალიფიკაციის პროფესორები უზრუნველყოფენ ხარისხიანი განათლების მიღებას სწავლა-სწავლების ევროპული მეთოდებით.

ჩვენთან დამკვიდრებულია საუკეთესო ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციები. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია შრომის ბაზრის ცვლად მოთხოვნებთან და თანამედროვე გამოწვევებთან, რაც ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში.

თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ ან ხელმისაწვდომ ფასად, მიიღოს სტიპენდია.

აღიარებულ უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობებს განვახორციელოთ როგორც გაცვლითი, ისე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, რაც, თავის მხრივ, დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მეტ საშუალებას იძლევა და სტუდენტებს ანიჭებს ბევრ უპირატესობას მომავალში სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების კუთხით.

GEU-ს საერთაშორისო პარტნიორები:

  • გერმანია (ქ. კარლსრუე) – ბადენ ვიუტენბერგის დუალური უმაღლესი სასწავლებელი – კარლსრუე /Duale Hochschule Baden-Württemberg / DHBW – Karlsruhe // https://www.dhbw-karlsruhe.de
  • უკრაინა (ქ. კიევი) – ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტი „უკრაინა“ / Відкритий міжнародний університет розвитку людини „Україна”; //http://vmurol.com.ua/
  • პოლონეთი (ქ. კრაკოვი) – იაგელონის უნივერსიტეტი (კრაკოვი)/ Uniwersytet Jagielloński w Krakowie // http://www.uj.edu.pl/
  • ესპანეთი (ქ. მადრიდი) – ალკალას უნივერსიტეტი / Universidad de Alcalá //http://www.uah.es